ორი ქართველი არენა დი ვერონას სცენაზე

ორი ქართველი არენა დი ვერონას სცენაზეარენა დი ვერონას სცენაზე სიმღერა ნებისმიერი საოპერო მომღერლისთვის საოცნებოა. ამ მხრივ ქართველი საოპერო მომღერლები განებივრებულები არიან, რადგან მათ არც თუ ისე იშვიათად უწევს ამ საოცარ სცენაზე სიმღერა.

არენა დი ვერონას ულამაზეს სცენაზე ჯუზეპე ვერდის ოპერა “ნაბუქოში” დღეს ორი ქართველი იმღერებს: ნინო სურგულაძე და გია გაგნიძე.

სპექტაკლის პირდაპირი ტრანსლაცია ტელეარხ Arte-ზე თბილისის დროით 22:45 მოხდება.