3 აგვისტო, 2017

ნანა კობერიძე გარდაიცვალა

ცნობილი ქართველი მსახიობების ოთარ კობერიძის და ლია ელიავას შვილი ნანა კობერიძე სიმსივნით გარდაიცვალა.

ეს სამწუხარო ინფორმაცია მსახიობმა ია ფარულავამ გაავრცელა:

“მშვიდობით უმაგრესო ნანა… ულამაზესი შვილი ულამაზესი მშობლების ლია ელიავასი და ოთარ კობერიძის… ნანა, დაუჯერებელია შენი წასვლა.”