2 აგვისტო, 2017

მამა პეტრე: “მომიხსენიეთ”

სვეტიცხოვლის ტაძრის დეკანოზს მამა პეტრეს (კვარაცხელია), რომლის ლექსებიც ძალიან პოპულარულია პოეზიის მოყვარულებში, გულის მძიმე შეტევა დაემართა.

მამაო თავის მრავალრიცხოვან მრევლს სთხოვს ლოცვებში მოიხსენიონ:

“მადლობა წალენჯიხის სასწრაფო დახმარებას… გულის მძიმე შეტევა შეიძლება ფატალურად დამთავრებულიყო, რომ არა მათი სასწრაფო რეაგირება…

ჯერ ძალები უნდა აღმიდგეს და მერე თბილისში გადამიყვანენ… გარკვეული პერიოდის შემდეგ ოპერაციაც დაინიშნება…

ჯანმრთელობამდე შორია… მომიხსენიეთ, მადლობა!”