კახაბერ ცისკარიძე პოლიტიკაში

მომღერალი და პროდიუსერი კახაბერ ცისკარიძე პოლიტიკაში მიდის. მან სპეციალური განცხადება გაავრცელა და განაცხადა, რომ ბათუმის მერის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს.

კახაბერი – კახამერი! – ეს არის სლოგანი, რომელიც მომღერალმა არჩევნებისთვის აირჩია.

კახაბერ ცისკარიძე:

“მოგესალმებით და მივესლამები განსაკუთრებით ბათუმელებს. მინდა გავაკეთო განცხადება 2017 წლის 21 ოქტომბერს მივიღო მონაწილეობა ქალაქ ბათუმის მერის არჩევნებში როგორც დამოუკიდებელმა კანდიდატმა.

კახაბერი – კახამერი!”