Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

გიორგი ნაკაშიძეს პრობლემები შეექმნა

30 აგვისტო, 2017

გიორგი ნაკაშიძეს პრობლემები შეექმნამუსიკალური პროექტის “იქს ფაქტორი” გამარჯვებულს გიორგი ნაკაშიძეს მშობლიურ ქალაქ ბათუმში პრობლემები შეექმნა. მას უკვე მესამე წელია ბათუმის მერია არც ერთ ღონისძიებაზე არ ამღერებს.

ინფორმაციას ამის შესახებ “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ავრცელებს:

“ჩემი მხარდაჭერა ნაკაშას!

მახინჯო ბათუმის მერიავ, ვინ გყავთ “იქს ფაქტორის” ბათუმელ გამარჯვებულ გიორგი ნაკაშიძეზე უკეთესი და პოპულარული, არც ერთ ღონისძიებაზე რომ არ ამღერებთ მესამე წელია?

რ2-ის სახე რომ იყო, ჩვენს კონცერტებზე რომ მღეროდა და სიმართლის მხარეს რომ იდგა, ამიტომ დაკარგა მშობლიურ ქალაქში სიმღერის უფლება?!

ეგ ისევ მაგარი იქნება და თქვენი სახელები არავის აღარ ემახსოვრება, მაგ სკამებში რომ აღარ ისხდებით!”