Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“ღამის სერენადები” საზეიმო კონცერტით გაიხსნება

25 აგვისტო, 2017

"ღამის სერენადები" საზეიმო კონცერტით გაიხსნებალიანა ისაკაძის IX საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი “ღამის სერენადები” 26 აგვისტოს საზეიმო კონცერტით გაიხსნება, რომელსაც შერატონ ბათუმის ულამაზესი საკონცერტო დარბაზი “კამელია” უმასპინძლებს.

შეკრებილი მსმენელის წინაშე წარსდგებიან ლიანა ისაკაძე, დავით მუქერია და მსოფლიო კამერული ანსამბლი “ვირტუოზები”. საზეიმო კონცერტზე ლიანა ისაკაძეს საზოგადოება იხილავს როგორც სოლისტის, ასევე დირიჟორის ამპლუაში.

ფესტივალის პირველ დღეს შესრულდება ჩაიკოვსკის „მოგონებები ფლორენციაზე“ თხზ. 70, გადამუშავებული სიმებიანი ორკესტრისათვის ლიანა ისაკაძის მიერ. ასევე აჟღერდება ჩაიკოვსკი-ცინცაძე „მელანქოლიური სერენადა“, „მელოდია“, „ვალს-სკერცო”. ორკესტრს ლიანა ისაკაძე უდირიჟორებს.

ვივალდის კონცერტი ვიოლინოსა და სიმებიანი ორკესტრისათვის, მი მინორი, RV278 და სენ-სანსის „ინტროდუქცია და რონდო კაპრიჩიოზო“, თხზ. 28 გადამუშავებული ვიოლინოსა და სიმებიანი ორკესტრისათვის დავით მუქერიას დირიჟორობით აჟღერდება, სოლისტის ამპლუაში კი ფესტივალის სტუმრები ლეგენდარულ ლიანა ისაკაძეს მოუსმენენ.