10 აგვისტო, 2017

დაეხმარეთ მებოს

მომღერალი მებო ნუცუბიძე თავის მეგობრებს, მსმენელებს და იმ ხალხს სთხოვს დახმარებას, ვისი წყალობითაც აქამდე არსებობს:

“ცდა ბედის მონახევრეაო, ამბობენ. ჰოდა, მეც ვცდი.

ასეთი რაღაცეების თხოვნა არ მიყვარს და ამიტომაც, ამდენი წლის მანძილზე, მსგავსი არაფერი გამიკეთებია.

ახლა ცოტა სხვა მოცემულობაა. ძალიან კარგი გუნდი შევიკარით, კარგი რეჟისორი, კარგი ოპერატორები, კარგი მსახიობები, დაიწერა/ჩაიწერა ახალი და კარგი სიმღერა, გაჩნდა კარგი სცენარი, შეირჩა ლოკაციები. მოკლედ, გვაქვს ყველაფერი იმისთვის, რომ გადავიღოთ პირველი კლიპი.

სამწუხაროდ, არ გვაქვს ბიუჯეტი. თანაც, საუბარია ტექნიკური მხარისთვის საჭირო თანხაზე: კამერის ქირაობა, განათების ქირაობა და ა.შ.

არ გვინდა, რომ ეს ვიდეო იყოს საშუალო ხარისხის და უბრალოდ იმისთვის გადაღებული, რომ “ვიდეო იყოს რა, დაიკიდე”.

რამდენ დროსაც და ენერგიასაც მუსიკას ვუთმობთ და რა პრინციპიც მუსიკასთან მიმართებაში გვაქვს, იმავე პრინციპით ვხელმძღვანელობთ ვიდეოსთან მიმართებაშიც: ან ყველაფერი, ან არაფერი.

ჰოდა, ჩემს მეგობრებს, ჩემს მსმენელებს, იმ ხალხს, ვისი წყალობითაც აქამდე ვარსებობ, ვთხოვ დახმარებას. თანაც, უბრალოდ ფულის მოცემას არ ვითხოვ. გადმორიცხული თანხით, შეიძენთ ჩემს ახალ EP-ს, რომელიც ნოემბერში გამოვა. უბრალოდ, წინასწარ შეიძენთ მას. ეს დეტალები თვითონ კამპანიის აღწერაშიც წერია.

მოკლედ, აბა ვცადე და ვნახოთ, რა და როგორ შეგროვდება.

წინასწარ დიდი მადლობა ყველას!”