Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

BIAFF 2017 – ბათუმის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამა ცნობილია

25 აგვისტო, 2017

BIAFF 2017 - ბათუმის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამა ცნობილიაბათუმის საავტორო ფილმების მე-12 საერთაშორისო კინოფესტივალის მენეჯმენტმა დაასრულა ფილმების შერჩევა 2017 წლის საერთაშორისო კონურსის პროგრამისთვის.

უკვე ცნობილია დოკუმენტური და მხატვრული ფილმების საკონკურსო სექცია.

ბათუმის კინოფესტივალი 2017 წლის 17-24 სექტემბერს ჩატარდება. კინოფესტივალი 2006 წელს დაარსდა და მისი ორგანიზატორია ბათუმის ხელოვანთა სახლი “არგანი”, ოფიციალური პარტნიორი კი ბათუმის მერიაა.

მხატვრული ფილმების საკონკურსო სექციაში ნაჩვენები იქნება 10 ფილმი:

1. პატიოსანი კაცი, მოჰამად რასულოფ, ირანი, 2017, 117 წთ.

2. ჩიტები მღერიან კიგალიში, იოანა კრაუზე, ქშიშტფ კრაუზე, პოლონეთი, 2017, 113 წთ.

3. Claire Obscure, იეშიმ უსტაოღლუ, თურქეთი/პოლონეთი/საფრანგეთი, 2016, 100 წთ.

4. დედე, მარიამ ხაჭვანი, საქართველო/კატარი, 2017, 97 წთ.

5. ნაზი არსება, სერგეი ლოზნიცა, უკრაინა/გერმანია/ჰოლანდია/რუსეთი/ლიტვა, 2017; 143 წთ.

6. როგორ წაიყვანა ვიქტორ „ნიორმა“ ალექსეი მოხუცებულთა თავშესაფარში, ალექსადნრე ჰანტი, რუსეთი, 2017, 90 წთ.

7. იუპიტერის მთვარე,  კორნელ მუნდრუზო, უნგრეთი/გერმანია, 2017,  123 წთ.

8. მეტი, ონურ საილაკ, თურქეთი, 2017,  115 წთ.

9. წვეულება, სალი პოტტერ, დიდი ბრიტანეთი, 2017, 71 წთ.

10. აფრენა, ეჰსან აბდიპოური, ირანი, 2017

მხატვრული ფილმების კონკურსის ნომინაციებია – საუკეთესი ფილმი, საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო ქალი და მამაკაცის როლის შემსრულებელი, ჟიურის სპეციალური პრიზი. საერთაშორისო ჟიური შედგება 5 წევრისგან, რომლის თავჯდომარეა ცნობილი ირანელი კინორეჟისორი მოჰსენ მახმალბაფი.

დოკუმენტური ფილმების საკონკურსო სექციაში წარმოდგენილი იქნება 9 ფილმი:

1. აუსტერლიცი, სერგეი ლოზნიცა, გერმანია, 2016; 94 წთ.

2. ბურმის მოთხრობების კრებული, პიტერ ლომ, ჰოლანდია/ნორვეგია, 2017, 81 წთ.

3. აჩრდილების ქალაქი, მეთიუ ჰეინმან, აშშ, 2017, 90 წთ.

4. მზის ქალაქი, რატი ონელი, საქართველო/აშშ/ქატარი/ჰოლანდია, 2017, 104 წთ.

5. დიქსი ლენდი, რომან ბონდარჩუკი, უკრაინა/ლატვია/გერმანია, 2016, 60 წთ.

6. თავისუფლების დღე, უგის ოლტე/მორტენ ტრაავიკ, ნორვეგია/ლატვია, 2016, 100 წთ.

7. ჩემი გარეუბნის ისტორია, იუნუს კურკუტ, თურქეთი, 2017

8. ცემენტის გემო, ზიად ქალთოუმ, გერმანია/ალბანეთი/სირია/არაბეთის გაერთიანებული საემიროები/კატარი, 2017, 85 წთ.

9. ცოცხლად დარჩენის მეთოდი,  არნო ჰაგერს/ერიკ ლიეშუტ, რეინერ ვან ბრუმელენ, ჰოლანდია/ბელგია, 2016; 70 წთ.

დოკუმენტური ფილმების კონკურსის ნომინაციებია – საუკეთესო ფილმი, ჟიურის სპეციალური პრიზი. საერთაშორისო ჟიური შედგება 5 წევრისგან, რომლის თავჯდომარეა ცნობილი ქართველი კინორეჟისორი ალექსანდრე რეხვიაშვილი.

BIAFF 2017 - ბათუმის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამა ცნობილია

BIAFF ფესტივალის კინოჩვენებების ლოკაციებია კინოთეატრი „აპოლო“, სასტუმრო “Wyndham” კონფერენს დარბაზი, კინოჩვენებები ღია ცის ქვეშ ერას მოედანზე.კინოჩვენებებზე დასწრება უფასოა.

კინოთეატრ „აპოლოში“ ჩვენებებზე დასწრებისთვის საჭიროა – ე.წ. „უფასო ბილეთების“ აღება (რაც რეზევირების და კონტროლისთვის გამოიყენება) კინოთეატრში BIAFF ინფო ცენტრში.

კინოფესტივალზე აკრედიატაცია (მედია / ინდსუტრია) – სხვადასხვა მედიის წარმომადგენლებს შეუძლიათ აკრედიტაციაზე მოგვმართონ ფესტივალის საიტზე რეგისტრაციის მეშვეობით – http://biaff.org/media-acreditation

კინოფესტივალის სპონსორები არიან საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, აჭარის კულტურის სამინისტრო, სასტუმრო „WYNDHAM BATUMI”

კინოფესტივალის მხარდამჭერები არიან კინოთეატრი „აპოლო“,   British Council, Goethe Institute Georgia, სასტუმრო „რჩეული ვილა“, სასტუმრო „Batumi Plaza”, აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი, „HQ პროპაგანდა“, ტურკომპანია „ვონდერლენდი“

კინოფესტივალის მედია პარტნიორები არიან საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, აჭარის ტელევიზია, რადიო ფორტუნა, ფორტუნა +,  ბათუმი ტვ,  ონლაინ საინფორმაციო სააგენტოები – newswire.ge, ფაბლისითი ჯგუფი (www.publicity.ge), Film New Europe (www.filmneweurope.com), გაზეთი ბათუმელები, netgazeti.ge

კინოფესტივალის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ფესტივალის  ვებ-გვერდის და სოც. მედიის საიტებიდან – http://www.biaff.org; https://www.facebook.com/BIAFFBATUMI;

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით – info@biaff.org,

პრეს-აკრედიტაციის მსურველებს შეუძლიათ მიმართონ – press@biaff.org;

ტელ: 599-482181 597-998272 ელ. ფოსტა: marketing@biaff.org