აღადგინეთ ჯრუჭი

აღადგინეთ ჯრუჭიXI საუკუნის ჯრუჭის მონასტერის აღსადგენად სამი სოფლის მაცხოვრებლებმა ხელმოწერები შეაგროვეს ფონდ ქართუს დახმარებისთვის მიმართეს.

პოეტი მარიამ წიკლაური ჯრუჭის მონასტერთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს:

“ამის გაუზიარებლობა იქნებოდა?! მე-11 საუკუნე, ჯრუჭის მონასტერი (ფოტო რუსუდან დარჩიაშვილისა). შემქმნელის გვარი არ ვიცი.

მიწისძვრით დაზიანებული ტაძრის ეზოში გდია თურმე ეს კედლიდან ჩამოვარდნილი ქვა და ვერც “ქართუ ფონდი”, რომელშიც სამი სოფლის მაცხოვრებლების ხელმოწერა და თხოვნაა შესული, აღდგენითი სამუშაოების დასაფინანასებლად, და ვერც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო ვერ ამბობს, როდის აღადგენენ ჯრუჭს.”