26 აგვისტო, 2017

გერგეტის ტაძარი რჩეულია

ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი გამორჩეული ძეგლი – გერგეტის ტაძარი რჩეულია.

ცნობილი უცხოური ტურისტული ვერ გვერდი Tripadvizor მკითხველს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ღირსშესანიშნაობების შესახებ აწვდის დეტალურ ინფორმაციას და აძლევს რჩევებს სად და როგორ იმოგზაუროს.

სწორედ ამ ვებ გვერდმა გამოაქვეყნა 10 ყველაზე მნიშნვნელოვანი ადგილი ჩვენი ქვეყნიდან, რომელსაც საქართველოში მოგზაურობისას ნებისმიერი ტურისტი უნდა ეწვიოს.

ჩამონათვალში პირველი ადგილი გერგეტის სამებამ დაიკავა. საქართველოს რჩეული ადგილების ათეული კი ასეთია:

1. გერგეთის ტაძარი – სტეფანწმინდა
2. ძველი თბილისი
3. თბილისის საბაგიროები
4. ყაზბეგის მთა – სტეფანწმინდა
5. ბათუმის ბულვარი
6. დელფინარიუმი – ბათუმი
7. რიწის ტბა – გაგრა
8. ჯვრის მონასტერი – მცხეთა
9. ვარძია – ასპინძა
10. სვეტიცხოველი – მცხეთა