12 აგვისტო, 2017

ჯანსუღ ჩარკვიანი რეანიმაციაშია

86 წლის ჯანსუღ ჩარკვიანს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა. პოეტი რეანიმაციაშია მოთავსებული და აპარატზეა მიერთებული.

მისი შვილი, პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი მამის ერთ-ერთ ლექსს აქვეყნებს, რომელიც მკითხველს სიცოცხლესა და სიკვდილს სულ სხვა ჭრილში წარმოუდგენს:

“შენ ნუ გგონია,
რამეს ვდარდობ,
რამეს მივტირი,
ნურც იმას ფიქრობ
უზენაესს რამეს შევუთქვამ,
მე მიჭირს შენთან განშორება
თორემ სიკვდილი,
სიკვდილი რაა
სულის გაყრა,
ცოდვილ სხეულთან.”