22 აგვისტო, 2017

“ღამის სერენადები” – დაუვიწყარი დღესასწაული კლასიკური მუსიკის მოყვარულებისთვის

ბათუმი-თბილისის IX საერთაშორისო ფესტივალის “ღამის სერენადებთან” დაკავშირებით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში პრესკონფერენცია გაიმართა.

ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, ფესტივალის დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი ლიანა ისაკაძე, ფესტივალის დირექტორი ლაშა ბაშარული, ფესტივალის პიარ მენეჯერი ნინა ცაგარელი და თამაზ ჩაჩავა უძღვებოდნენ.

“ღამის სერენადების” თავმჯდომარე გახლავთ ლაშა ჟვანია, ორგანიზატორი კი კომპანია ,,Global Art”.

ფესტივალს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, თბილისის მერიის და ბათუმის მერიის მხარდაჭერით 26-31 აგვისტოს ბათუმი და თბილისი უმასპინძლებს.

26, 28 და 29 აგვისტოს კონცერტები ბათუმის სასტუმრო შერატონის საკონცერტო დარბაზში ჩატარდება, 31 აგვისტოს კი დასკვნით გალა-კონცერტი თბილისში რუსთაველის თეატრში გაიმართება.

წლევანდელი ფესტივალის სტუმრები იქნებიან მსოფლიო ვარსკვლავები – ცნობილი გერმანელი პიანისტი და დირიჟორი იუსტუს ფრანცი, საერთაშორისო ასპარაზზე აღიარებული გურფინკელების ოჯახი – კლარნეტისტები დანიელი და ალექსი, ასევე მათი მამა მიხაელ გურფინკელი. უცხოელ სტუმრებთან ერთად ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს ქართველი დირიჟორი დავით მუქერია.

წლევანდელ ფესტივალზე ლიანა ისაკაძე მსმენელის წინაშე სოლისტისა და დირიჟორის ამპლუაში წარსდგება.

საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ 1982 წელს, აფხაზეთში დაარსდა. 1991 წელს ფესტივალმა არსებობა შეწყვიტა და მხოლოდ 18 წლიანი პაუზის შემდეგ, 2009 წელს, ქალაქ ბათუმში გახდა შესაძლებელი მისი აღდგენა. ფესტივალის დამაარსებელი და უცვლელი სამხატვრო ხელმძღვანელია ლიანა ისაკაძე.

წლების განმავლობაში ფესტივალისადმი დიდმა ინტერესმა განაპირობა მისი გეოგრაფიის გაფართოვება, რიც გამოც, 2015 წლიდან მას უკვე ბათუმი-თბილისის საერთაშორისო ფესტივალი ეწოდა.

წლევანდელი “ღამის სერენადების” პროგრამა ასეთია:

26 აგვისტო

ლიანა ისაკაძე (ვიოლინო, დირიჟორი)

პ. ჩაიკოვსკი – „მოგონებები ფლორენციაზე“ (გადამუშავებული სიმებიანი ორკესტრისათვის ლ. ისაკაძის მიერ), თხზ. 70

ჩაიკოვსკი-ცინცაძე – „მელანქოლიური სერენადა“, „მელოდია“, „ვალს-სკერცო”

 

ლიანა ისაკაძე (ვიოლინო), დავით მუქერია (დირიჟორი)

ა. ვივალდი – კონცერტი ვიოლინოსა და სიმებიანი ორკესტრისათვის, მი მინორი, RV278

კ. სენ-სანსი – „ინტროდუქცია და რონდო კაპრიჩიოზო“, თხზ. 28 (გადამუშავებული ვიოლინოსა და სიმებიანი ორკესტრისათვის)

 

28 აგვისტო

ალექსი და დანიელ გურფინკელი (კლარნეტი, ისრაელი), მიხაელ გურფინკელი (დირიჟორი, ისრაელი)

ი. პოვოლოტსკი – ებრაული სულის ფანტაზია, თხზ. 103 ა (ტრადიციულ და პოპულარულ თემებზე)

კ. სენ-სანსი – „ინტროდუქცია და რონდო-კაპრიჩიოზო“, თხზ. 28 (გადამუშავებული 2 კლარნეტისა და სიმებიანი ორკესტრისათვის რ. ფაიგელსონის მიერ)

ფ. მენდელსონი – საკონცერტო პიესა № 1, ფა მინორი, თხზ. 113

 

ლიანა ისაკაძე, ოთარ მაღრაძე, გია სალაღიშვილი, დავით საგანელიძე, თამაზ ჩაჩავა

Jazz – Session

 

29 აგვისტო

იუსტუს ფრანცი (დირიჟორი, გერმანია)

ფ. შუბერტი – სიმებიანი კვინტეტი გადამუშავებული სიმებიანი ორკესტრისათვის იუსტუს ფრანცის მიერ

 

იუსტუს ფრანცი (დირიჟორი, გერმანია) და ლიანა ისაკაძე (ვიოლინო)

ლ. ბერსტაინი – „ვესთსაიდური ისტორია“

 

31 აგვისტო – თბილისი

იუსტუს ფრანცი (დირიჟორი, გერმანია)

ფ. შუბერტი – სიმებიანი კვინტეტი გადამუშავებული სიმებიანი ორკესტრისათვის

 

ლიანა ისაკაძე (ვიოლინო/დირიჟორი)

ა. ვივალდი – კონცერტი ვიოლინოსა და სიმებიანი ორკესტრისათვის, მი მინორი, RV278

ჩაიკოვსკი-ცინცაძე – „მელანქოლიური სერენადა“, „მელოდია“, „ვალს-სკერცო“

კ. სენ-სანსი – „ინტროდუქცია და რონდო კაპრიჩიოზო“, თხზ. 28 (გადამუშავებული ვიოლინოსა და სიმებიანი ორკესტრისათვის)