10 აგვისტო, 2017

უფლისციხე საუკეთესოდ აღიარეს

ქართული კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი საამაყო ძეგლი – უფლისციხე საუკეთესოდ აღიარეს.

კლდეში ნაკვეთი ქალაქი და კავკასიის ერთ-ერთი უძველესი დასახლება საქართველოს სულიერ საგანძურად არის მიჩნეული.

გავლენიანმა უცხოურმა გამოცემამ 115 ზღაპრული ადგილის ფოტო გამოაქვეყნა და მოუწოდა მოგზაურობის მოყვარულებს, აუცილებლად მოინახულონ ეს ადგილები.

საქართველო და უფლისციხე ავსტრიის, ისლანდიის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, ნორვეგიის, ჩინეთის, საბერძნეთის, შვეიცარიის, ნორვეგიის, თურქეთის, რუსეთის, ნიდერლანდების, სლოვენიის, ჩეხეთის, დიდი ბრიტანეთის, რუმინეთის, ესპანეთის, ხორვატიის, მალტას, პორტუგალიის, დანიის, ინგლისის, ფინეთის, დიდი ბრიტანეთის, ბულგარეთის, ჩილეს, მექსიკის, ფილიპინების, კანადის ულამაზეს ადგილებთან ერთად რჩეულთა შორის დასახელდა.