16 აგვისტო, 2017

საქველმოქმედო აუქციონი ბავშვთა ჰოსპისისთვის

20 სექტემბერს სასტუმრო “რუმსთან” ერთად ბავშვთა ჰოსპისისთვის “ციცინათელების ქვეყანა” დახურული აუქციონი მოეწყობა.

უკურნებელი სენით დაავადებული ბავშვებისა და მათი ოჯახის წევრების მხარდასაჭერად აუქციონზე ოლეგ ტიმჩენკოს, ნიკო ცეცხლაძის, მიშა გოგრიჭიანის, მაკა ბატიაშვილის, პაპუნა პაპასკირის, ნინო ჩაკვეტაძის, ლევან ხარანაულის და 20-მდე ქართველი მხატვრის არაჩვეულებრივი ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი.

ვინაიდან აუქციონი დახურული იქნება, ნახატების შეძენის და ბავშვთა ჰოსპისის დახმარების მსურველებმა აუქციონის ორგანიზატორებისგან სპეციალური მოსაწვევები უნდა მიიღონ.