30 აგვისტო, 2017

ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმი გამოვლენილია

ოსკარის რიგით 90-ე საიუბილეო დაჯილდოების ცერემონიალზე უცხოენოვანი ფილმის ნომინაციისთვის საქართველოდან ანა ურუშაძის ფილმი “საშიში დედა” იბრძოლებს.

სპეციალურმა კომისიამ 4 ფილმი ნახა – ანა ურუშაძის “საშიში დედა”, რეზო გიგინეიშვილის „მძევლები”, ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის “ჩემი ბედნიერი ოჯახი” და გიორგი ბარაბაძის „ლუკა” და ფარული კენჭისყრის შედეგად საუკეთესო ფილმი დაასახელა.
კომისიაში შედიოდნენ რეჟისორი ლანა ღოღობერიძე, სცენარისტი კოტე ჯანდიერი, რეჟისორი და პროდიუსერი ოთარ შამათავა, მსახიობი ია სუხიტაშვილი, ოპერატორი არჩილ ახვლედიანი, რეჟისორი გიორგი ოვაშვილი, კინომცოდნე ქეთი ტრაპაიძე, კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორი ზურაბ მაღალაშვილი და კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე კახი კანდელაკი.
ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების 90-ე საიუბილეო ცერემონია 2018 წლის 4 მარტს ლოს-ანჯელესში დოლბის კინოთეატრში გაიმართება.