15 აგვისტო, 2017

“არც ერთი მიმაჩნია ქართველად და არც მეორე”

ინტერნეტში გავრცელებულმა ვიდეომ, სადაც რუსეთის ჰიმნს თამარ გვერდწითელი, გრიგორი ლეპსი და სხვა მომღერლები ასრულებენ, საზოგადოებაში გაღიზიანება გამოიწვია.

“რა? სად? როდის?” მოთამაშემ დათო გორგილაძემ რუსეთში მცხოვრები ქართველი მომღერლების საქციელი ასე შეაფასა:

“მიკვირს, რატომ ბრაზდებით თამარ გვერდწითელის, ან სოსო პავლიაშვილის რუსეთისთვის მაამებლურ ქმედებებზე, იმაზე, რომ თამრიკომ წითელ მოედანზე რუსეთის ჰიმნი იმღერა, ან იმაზე, რომ სოსოს რუსული ტანკის დანახვა ურჩევნია საქართველოში, ვიდრე ამერიკულის.

არც ერთი ზემოხსენებული მიმაჩნია ქართველად და არც მეორე.

ქართველად არც გვარი გაქცევს, არც რუსულ მოტივებზე ნატლინკავები „ჟძიოტ წებია გრუზინ” და არც OPT-ს საახალწლო კონცერტზე „ჩიტო გრიტოს” სიმღერა.”