19 აგვისტო, 2017

“აი, წაიკითხეთ!”

რეჟისორი რობერტ სტურუა ქრისტიანებს ფერისცვალების დღესასწაულს ულოცავს:

“გუშინ ტაქსის მძღოლს ფერიცვალების დღესასწაული მოვულოცე, მაგრამ მივხვდი, რომ არ ცოდნია არსი ამ დიდებული დღესასწაულის! მერე სხვებს მივმართე: ერთმა – ყინული ჩავარდა ზღვაშიო, მეორემ – შემოდგომა დღეიდან ბუნებას ფერს უცვლისო, ვიღაცმ ყურძენი და მოხარშული სიმინდი უნდა ჭამოო და ა.შ. – უამრავი ვერსიები!..არც ერთმა არ იცოდა რა მოხდა 2016 წლის წინათ! გავიფიქრე: დროშაზე ხუთი ჯვარი გვიხატია და ამ დიდებული დღესასწულის არსი არ ვიცით?! იმ წრიპინა ცოდვილ-ახალ-ათეისტებს რაღას ვერჩით, ქრისტიანებო?!

აი, წაიკითხეთ!

“ამ დღეს, თაბორის მთაზე იესო ქრისტემ სამი მოწაფის – პეტრეს, იაკობისა და იოანეს, წინაშე ფერი იცვალა და თავისი ღვთაებრივი დიდებულება აჩვენა. წმინდა სახარების მიხედვით, მაცხოვარს ზეციური დიდებით მოსილი მოსე და ილია წინასწარმეტყველი გამოეცხადნენ. ისინი უფალთან იმ ვნებისა და ტანჯვის შესახებ საუბრობდნენ, რაც მას იერუსალიმში ელოდა. მოციქულებს შემდეგ თავს ელვარე ღრუბელი დაადგა, საიდანაც ღვთის ხმა ამბობდა: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო ვიყავ. მაგისი ისმინეთ“ (მათე XVII, 5). ხილვით შეშინებული მოწაფეები პირქვე დაემხნენ, როდესაც აიხედეს, მათ წინაშე მხოლოდ იესო იდგა. მან გააფრთხილა მომავალი მოციქულები, ეს ამბავი არავისთვის ეთქვათ, ვიდრე მკვდრეთით არ აღდგებოდა!”