Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ჯანსუღ ჩარკვიანი რეანიმაციაშია

12 აგვისტო, 2017

ჯანსუღ ჩარკვიანი რეანიმაციაშია86 წლის ჯანსუღ ჩარკვიანს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა. პოეტი რეანიმაციაშია მოთავსებული და აპარატზეა მიერთებული.

მისი შვილი, პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი მამის ერთ-ერთ ლექსს აქვეყნებს, რომელიც მკითხველს სიცოცხლესა და სიკვდილს სულ სხვა ჭრილში წარმოუდგენს:

“შენ ნუ გგონია,
რამეს ვდარდობ,
რამეს მივტირი,
ნურც იმას ფიქრობ
უზენაესს რამეს შევუთქვამ,
მე მიჭირს შენთან განშორება
თორემ სიკვდილი,
სიკვდილი რაა
სულის გაყრა,
ცოდვილ სხეულთან.”