Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“ქართველ ერს ფილარმონია წაართვეს”

23 აგვისტო, 2017

"ქართველ ერს ფილარმონია წაართვეს"ანსამბლ “მეტეხის” ხელმძღვანელი და დამაარსებელი გელოდი ფოცხიშვილი მიიჩნევს, რომ ტურიზმი საქართველოს დაღუპავს. მისი აზრით, ქვეყანამ თავი ინტელექტუალური ბიზნესით უნდა ირჩინოს.

გელოდი ფოცხიშვილი:

“მე კიდევ ვიძახი, საქართველოს ტურიზმი ვერ გადაარჩენს! ტურიზმი დაღუპავს საქართველოს!

აღმაშენებლის გამზირი უკვე თურქული ირანული და არაბული სუნით ყარს…. ათასი სიბინძურე და სენი შემოაქვთ საქართველოში.

საქართველომ თავი ინტელექტუალური ბიზნესით უნდა ირჩინოს… ნუ ააოხრებინებთ ამ ტურისტებს საქართველოს და ყველას ნუ აძლევთ აქ ცხოვრების უფლებას, სისხლი აირევა და მერე ვერაფერს ვერ უშველით…

ასეა ეს! ქართველ ერს ფილარმონია წაართვეს, ახლა იქ ინდური რესტორანია გახსნილი და კაცმა არ იცის რა ხდება. ვინაა პატრონი?”