Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ქართველი დიზაინერები მილანის მოდის კვირეულზე

13 აგვისტო, 2017

ქართველი დიზაინერები მილანის მოდის კვირეულზემილანის მოდის კვირეული სექტემბერში გაიმართება. იტალიური ვოგის ინფორმაციით, 21-დან 23 სექტემბრამდე 8 დიზაინერს ექნება საშუალება ვოგისა და სვაროვსკის ერთობლივ პროექტში მიიღოს მონაწილეობა.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან შეკრებილ დიზაინერებს შორის 2 ქართველი მოხვდა – გიორგი ქებურია და დების ნინა და გვანცა მაჭარაშვილების ბრენდი MACH & MACH.

გიორგი ქებურია ფართო საზოგადოებამ მას შემდეგ გაიცნო, რაც მისი კაბა ლედი გაგამ მოირგო, ხოლო დები მაჭარაშვილების კოსტიუმი კი თავის ერთ-ერთ კონცერტზე კეტი პერის ეცვა.