Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“უშენოდ ერთი წამით არ მინდა სიცოცხლე”

25 აგვისტო, 2017

"უშენოდ ერთი წამით არ მინდა სიცოცხლე"მომღერალი მამუკა ჩარკვიანი იუბილარია. მას 62 წელი შეუსრულდა. დაბადების დღეს მომღერალს და თაკო ჩარკვიანი ულოცავს:

“ჩემი მამუკას დაბადების დღეა – ერთს გეტყვი მხოლოდ – ახლა კი, ამ ასაკში ზუსტად ვიცი – უშენოდ ერთი წამით არ მინდა სიცოცხლე, ისე მიყვარხარ ჩემო ძვირფასო, ჩემო ვაჟკაცო, ჩემო უნიჭიერესო და კიდევ, როგორც ჯანუკი გეტყოდა:

გაყვითლებული ძველი სიზმარი
ძველი წიგნივით შემორჩა თაროს,
ვდებ ამანათში და სულს გიგზავნი,
სულს, ანუ ჩემი სიცოცხლის წყაროს.

და კიდევ, ისევ ჯანუკი:

აქ არის ჩვენი ნათელ-მირონი,
აქ არის ჩვენი ყველა წოდება…
სდუმს სასაფლაო მინდა ტირილი,
მაგრამ არავინ არ მაგონდება.

თაკო ჩარკვიანის მილოცვას მომღერალი ლაშა ღლონტიც უერთდება:

“ქართველი გენიოსის, საოცარი ადამიანის, საუკეთესო მეგობრისა და სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული ხელოვანის – მამუკა ჩარკვიანის დაბადების დღეა!!!

არც ერთ თანამედროვე საესტრადო სიმღერების ავტორს არ შეუქმნია იმდენი ჰიტი, რაც ამ არამიწიერი ნიჭითა და შინაგანი სისუფთავით გაჯერებულმა ადამიანმა შეგვიქმნა!!! (თავის მამიკოსთან დიდ ჯანუკისთან ერთად) ღმერთმა დიდხანს გაცოცხლოს და გაბედნიეროს გენიოსების მოდგმის დიდო რაინდო ჩემო მამუკა!!!”