Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“სხვა დრო რომ იყოს, პასუხს გაგებინებდითო”

23 აგვისტო, 2017

"სხვა დრო რომ იყოს, პასუხს გაგებინებდითო"– ასე მიმართავს პოეტ რეზო ამაშუკელის შვილი ბაია ამაშუკელი პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანის შვილს თაკო ჩარკვიანს.

თაკო ჩარკვიანი ბაიას საჯაროდ პასუხობს და დედის ირმა ჩხეიძის ლექსს აქვეყნებს, რომელიც რეზო ამაშუკელს ეძღვნება:

“დიდმორწმუნე ბაია” ამაშუკელს – ბაია, ძვირფასო, ვხედავ დარდობ და მწერ “სხვა დრო რომ იყოს, პასუხს გაგებინებდითო” – არც 37 წელია, საბედნიეროდ, არ დაბრუნდება ის დრო, როცა 1978 წელს დისიდენტების – კოსტავა-გამსახურდიას პასუხისმგებლობაში მიცემას ითხოვდით. ახლა წარმომიდგენია ერთ მოქალაქე თაკო ჩარკვიანს რა დღეში ჩააგდებდით, რომ შეგძლებოდათ.

კარგად ვხედავ, ძვირფასო, რომ არც გარდაცვლილი მეგობრები იცით და მათი ოჯახები, ცოცხალი რომ არ იცოდეთ, რა გასაკვირია? რადგან არ მოისვენე, ახლა ლექსს მოგართმევ, რომელსაც არ ვაქვენებდი, მაგრამ არ მოგვასვენე ოჯახი – არც იმისი მოგერიდა და შეგრცხვა, რომ ადამიანი სიკვდილს ებრძვის, (ესეც შეძელი) რა ვქნათ, ყველა თავის გზას ირჩევს – ზოგის გზა ასეთია – მაბეზღრულ- მოღალატეობრივი – სამწუხაროა, (როგორც ამ წერილიდან ჩანს), ჩემი პოზიცია საქართველოს ოკუპაციასთან დაკავშირებით გაღიზიანებს. იმის თქმა, რომ საქართველო ოკუპირებულია, შენთვის ნაც მოძრაობის მომხრეობას ნიშნავს (სასაცილოა და სამწუხარო ასეთი აზროვნება).

ჩემთვის საქართველოს დამოუკიდებლობა საბასთან და ილიასთან და სხვა ღირსეულ მამულიშვილებთან ასოცირდება – შენთვის პუტინთან – დიახ, საქართველო ოკუპირებულია და მისი ოკუპაცია “ერთმორწმუნე” რუსეთმა მოახდინა და თან მრავალი, მრავალი წელია ამას აკეთებს. მე ეს ბავშვობაში მასწავლეს, რომ “მთავარი, მაინც მამული არის განსაცვიფრებლად არის მთავარი”.

ვფიქრობ, ხალხმა საკადრისი პასუხი უკვე გაგცათ იმ სიყვარულით, რაც ამ დღეებში ჯანსუღის მიმართ გამოხატეს, ამიტომ სასაუბროც აღარაფერი გვაქვს – აკი გითხარი, ყველას თავისი გზა აქვს. ისიც კი იკადრე, მე როგორც ვიცი ბ.ნ.ჯანსუღს ინსულტი მე მგონი, წერილის გამოქვეყნებამდე მოუვიდაო, არადა თუ მართლა დაინტერესდებოდი (სასწრაფო დახმარების ჩანაწერიც არსებობს და მთელი ქუჩა – ხალხი, რომელიც სასწრაფო დახმარების მანქანას აცილებდა, ზოგი ტიროდა, ზოგიც ეფერებოდა ჯანსუღს, ზოგიც ლოცავდა, მაგრამ ამას შენ ვერ გაიგებ ძვირფასო – ადამიანებს, რომ უყვარდეთ, ამისთვის ჯერ თქვენ თავად უნდა შეგეძლოთ, მათი სიყვარული და ზიზღში არ უნდა იხრჩობოდეთ).

არ შეიძლება ამდენი სიძულვილი, სადღაც უნდა შეჩერდეთ, ვინაიდან წინ მხოლოდ უფსკრულია – უკან კი მაბეზღრული წარსული გაქვთ. აბა, ჯოჯოხეთი სხვა რა არის ძვირფასო ბაია? ახლა კი დაპირებული ლექსი, რომელიც შენ გამომაქვეყნებინე:

ჯანსუღ ჩარკვიანის მეუღლის ირმა ჩხეიძის პასუხი – კალც ლექსი რეზო ამაშუკელს (ჯანსუღის სტილში):

რუსის ნარჩენით ნაკვებო
როგორ გაგხსნია მადაო,
ქვეყნად არაფერს არ ვნანობ
შენზე წერილის გარდაო.

ნაღდი პოეტი მეგონე
ნაღდი ქართველი გმირიო
და როცა თამაშს უკელი
ყიამ-ყრალობ და ყვირიო.

მეგობრობა არ იცოდი
მტრობა კარგი გცოდნია
როგორ გიტანს საქართველო
ნეტა ასეთ ცოდვიანს.

შენი ყალბი ბრწყინვალება
დარჩა ცრუ მოგონებად,
თურმე ენა, როგორც გიყარს
ისე გიყარს გონებაც.

გაშიფრულო, გაყიდულო
გიბრწყინავს ეპოლეტი
შემორჩები ისტორიას,
როგორც მკვლელი პოეტის.”