Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

სარაევოს კინოფესტივალის გრანპრი ანა ურუშაძეს

17 აგვისტო, 2017

სარაევოს კინოფესტივალის გრანპრი ანა ურუშაძესრეჟისორმა ანა ურუშაძემ სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზი – გრანპრი თავისი სადებიუტო ფილმით “საშიში დედა” მოიგო.

სასიხარულო ინფორმაცია ანას მამამ, რეჟისორმა ზაზა ურუშაძემ გაავრცელა.

“საშიში დედა” რამდენიმე დღის წინ ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულიც გახდა. ფილმის პრემიერა სწორედ ამ ფესტივალზე შედგა და ანას “ოქროს ლეოპარდი” გადაეცა საუკეთესო დებიუტისათვის. რეჟისორმა მეორე ჯილდოც მიიღო – დამოუკიდებელი ჟიურის პრიზი კინოფესტივალის საუკეთესო ფილმისათვის.

მხატვრული ფილმი 50 წლის ქალის, მანანას ცხოვრებას ასახავს, რომლის როლსაც ნატო მურვანიძე ასრულებს.