Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

რუსულენოვანი “გურული დღიურების” ჰონორარი აგვისტოს ომში დაღუპული სამხედროს გოგონას

16 აგვისტო, 2017

რუსულენოვანი "გურული დღიურების" ჰონორარი აგვისტოს ომში დაღუპული სამხედროს გოგონასმწერალ გიორგი კეკელიძის “გურული დღიურები” მკითხველში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ნაწარმოები სხვადასხვა ენაზე ითარგმნა. სულ მალე “გურული დღიურები” რუსულადაც გამოიცემა. ნაწარმოების ავტორის გიორგი კეკელიძის მოთხოვნით, საავტორო ჰონორარი საქართველოს მხრიდან აგვისტოს ომში დაღუპული სამხედროს გოგონას გადაეცემა.

გიორგი კეკელიძე:

“გურული დღიურები” მალე რუსულადაც გამოიცემა. ჩემი გადაწყვეტილებით და ეს გარეკანზეც მითითებულია საგანგებოდ, საავტორო ჰონორარი გადაეცემა საქართველოს მხრიდან აგვისტოს ომში დაღუპული სამხედროს გოგონას.

ვეცდებით, ამ ფორმით რუსულ ბაზარზეც შევიდეთ. რუსულენოვანი მოსახლეობის ქვეყნებში ისედაც შევა. წინასტყვაობის ავტორი მსახიობი მერაბ ნინიძეა, თარგმნა ანასტასია ხატიაშვილმა.”