Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

რეჟისორი სოსო ნემსაძე გორის თეატრიდან წავიდა

7 აგვისტო, 2017

რეჟისორი სოსო ნემსაძე გორის თეატრიდან წავიდაგორის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა სოსო ნემსაძემ თანამდებობა დატოვა და კონკურსში მონაწილეობის მიღებას აღარ აპირებს:

“მე მივმართავ მხოლოდ ერისთავის თეატრის ერთგულ მაყურებელს, თქვენ ნამდვილად იმსახურებთ საუკეთესო სპექტაკლებს. თქვენი მხურვალე ემოცია ყოველთვის გარკვეულ სტიმულს მაძლევდა გორელებო.

ყველა პროექტის განხორციელება გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული, მაგრამ ყველაზე რთული მაინც თეატრიდან წასვლის გადაწყვეტილების მიღება აღმოჩნდა. რას იზამ, ეს მაინც გარდაუვალი იქნებოდა, ხოდა იყოს ახლა. უდიდესი წარმატება ერისთავის თეატრს. მიყვარხართ.”