Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

მწერალი ცოტნე ცხვედიანი დაკავებულია

24 აგვისტო, 2017

მწერალი ცოტნე ცხვედიანი დაკავებულიაახალგაზრდა მწერალი ცოტნე ცხვედიანი დაკავებულია.

ინფორმაციას ამის შესახებ მისი კოლეგა, მწერალი თეონა დოლენჯაშვილი ავრცელებს:

“მოშიმშილე რკინიგზელების მხარდაჭერის გამო მწერალი ცოტნე ცხვედიანი და კიდევ რამდენიმე აქტივისტი დაიჭირეს. და საერთოდ რა ხდება? რამე ახალი რეჟიმია?”

ცოტნე ცხვედიანი საქართველოს რკინიგზის შენობასთან გამართულ საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა. მან რამდენიმე ადამიანთან ერთად შენობაში შესვლა სცადა, რაც პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. სამართალდამცველებმა ათამდე აქტივისტი დააკავეს, მათ შორის მწერალი ცოტნე ცხვედიანი.