Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ლიანა ისაკაძე თბილისში დღეს ჩამოფრინდა

11 აგვისტო, 2017

ლიანა ისაკაძე თბილისში დღეს ჩამოფრინდამსოფლიოში აღიარებული ქართველი მევიოლინე ლიანა ისაკაძე თბილისში დღეს ჩამოფრინდა.

მევიოლინეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მუსიკალური ფესტივალის “ღამის სერენადების” ორგანიზატორები, მეგობრები და მასმედიის წარმომადგენლები დახვდნენ.

ლიანა ისაკაძე რიგით მეცხრე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფთან ერთად დღეიდან სამზადისის ბოლო ეტაპზე გადავიდა.

“ღამის სერენადების” ერთგულ მსმენელს ელის ნამდვილი დღესასწაული, რომელიც აღარასდროს განმეორდება.

ფესტივალზე ტრადიცია არც წელს დაირღვევა და ლიანა ისაკაძესთან ერთად კლასიკური მუსიკის მოყვარულებისთვის ორკესტრი ”მსოფლიო ვირტუოზები” დაუკრავს. სადირიჟორო პულტთან 4 დირიჟორი – ლიანა ისაკაძე, იუსტუს ფრანცი (გერმანია), მიხეილ გურფინკელი (ისრაელი) და დავით მუქერია იდგება.

“ღამის სერენადები” 26 აგვისტოს საზეიმოდ ბათუმის სასტუმრო შერატონის საკონცერტო დარბაზში გაიხსნება და 31 აგვისტოს თბილისში რუსთაველის თეატრში გრანდიოზული გალა კონცერტით დაიხურება.