Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

თაკო ნაცვლიშვილი რჩეულთა შორის მოხვდა

18 აგვისტო, 2017

თაკო ნაცვლიშვილი რჩეულთა შორის მოხვდამსოფლიოში არსებული სამოდელო სააგენტოების ყურადღება ამჟამად მთლიანად ნიუ იორკზეა კონცენტრირებული, სადაც ვიქტორია სეკრეტის შესარჩევი კონკურსი მიმდინარეობს.

მონაწილეთა შორისაა ქართველი მოდელი თაკო ნაცვლიშვილი, რომელიც რჩეულთა შორის დასახელდა.

გამოცემა bazaar.ru-მ ვიქტორია სეკრეტის შესარჩევ კონკურსზე მისულ მოდელებში საუკეთესო 15 გოგონა დაასახელა: უილოუ ჰენდი, დალია სავიკი, ლორა გრაუი, დაშა მალეტინა, სოფია რეზინგი, კამილა ჰანსენი, თაკო ნაცვლიშვილი, შარამ დინიზი, სამანტა გრადოვილი, სინდი მელო, კეილანი ასმუსი, დაკი ტომი, ვანესა მილომემი, სიმონ ჩელენჯერი და სენეტ გიდი.

მოხვდება თუ არა ქართველი მოდელი წელს “ვიქტორის სეკრეტის” რჩეულებში, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.