Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

დიდი სასიხარულო ამბავი იტალიიდან

22 აგვისტო, 2017

დიდი სასიხარულო ამბავი იტალიიდანიტალიის ქალაქ პეზაროში როსინის საოპერო ფესტივალი მიმდინარეობს, სადაც მსოფლიო ვარსკვლავებთან ერთად ახალგაზრდა ქართველი სოპრანო სალომე ჯიქია მონაწილეობს.

სალომეს იტალიურ წარმატებაზე ინფორმაციას მისი კოლეგა, საოპერო მომღერალი გიორგი ცინცაძე ავრცელებს:

“მინდა გაცნობოთ იმ დიდი სასიხარულო ამბის შესახებ, რასაც თითქმის ერთი თვის განმავლობაში მე განვიცდიდი, იმ დიდი წარმატების შესახებ, რაც ჩვენი ქვეყნის საამაყო შვილმა და მომღერალმა სალომე ჯიქიამ განგვაცდევინა.

ვიმყოფებით იტალიაში ქალაქ პეზაროში Rossini Opera Festival-ზე, სადაც სალომემ შეასრულა G. Rossini-ს ოპერიდან “Torvaldo e Dorliska”-დან მთავარი პარტია და მინდა გითხრათ, სრული ანშლაგით, სადაც სალომემ მთელი ფესტივალი და ფესტივალის მონაწილეები აალაპარაკა საქართველოზე, მის სიმღერაზე და ვოკალურ შესაძლებლობებზე.

მე გავხდი იმის მხილველი, თუ როგორ ელოდა ყოველი სპექტაკლის ბოლოს ზღვა გულშემატკივარი სალომესთან შეხვედრას და მათი ოვაციების გაგრძელება გრძელდებოდა თეატრის გამოსასვლელიდან. ეს ის გრძნობაა და სიამაყეა, როცა ამხელა პუბლიკისა და კრიტიკოსების გარემოცვაში ხარ დომინანტი, იწერება აგრეთვე იტალიურ ჟურნალებსა და გაზეთებში, გადაიცა პირდაპირი ტრანლიაციით სპექტაკლები და ეს საამაყო ამბავი მინდა გაგიზიაროთ ყველას.

ვულოცავ კიდევ და კიდევ სალომეს ამ უდიდეს წარმატებას და დიდი მადლობა ამ სიამაყის მონიჭებისთვის, რაც აქ ქართველმა შეიძლება განიცადოს.

ხვალ სალომე მღერის Stabat Mater-ს და ვუსურვებ კიდევ და კიდევ დიდ წარმატებას. ეს ნამდვილად ერის სიამაყეა, სადაც ამხელა ვარსკვლავების გარემოცვაში მოკაშკაშე ვარსკვლავი არის ქართველი. გილოცავ სალო!”