Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

გივი სარჩიმელიძე გარდაიცვალა

18 აგვისტო, 2017

გივი სარჩიმელიძე გარდაიცვალა86 წლის ასაკში თოჯინების თეატრის ნათლიმამად წოდებული რეჟისორი გივი სარჩიმელიძე გარდაიცვალა.

ეს სამწუხარო ინფორმაცია თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილმა გაავრცელა:

“გარდაიცვალა საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, თოჯინების თეატრის ნათლიმამად წოდებული, რეჟისორი, დიდი პიროვნება და პედაგოგი, მრავალი თაობების აღმზრდელი გივი სარჩიმელიძე. თანავუგრძნობ ოჯახს, თოჯინების თეატრებს, სტუდენტებს და მის მეგობრებს.”

გივი სარჩიმელიძის მიერ დადგმულ სპექტაკლებზე მაყურებლის არაერთი თაობა გაიზარდა. სპექტაკლების დადგმასთან ერთად, უხუცესმა რეჟისორმა 12 მხატვრულ ფილმში მიიღო მონაწილეობა.

უკანასკნელი სპექტაკლი გივი სარჩიმელიძემ შარშან ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში დადგა. რეჟისორმა თავის რექვიემს საფუძვლად იაპონელი ავტორის პიესა კომატის საფლავის ქვა დაუდო.