Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ბიძინა მახარაძეს საიუბილეო კონცერტი არ დაუფინანსეს

20 აგვისტო, 2017

ბიძინა მახარაძეს საიუბილეო კონცერტი არ დაუფინანსეს65 წლის იუმორიტს, ბიძინა მახარაძეს საიუბილეო კონცერტი არ დაუფინანსეს.

ინფორმაციას ამის შესახებ იუმორისტი მამუკა ლომაშვილი ავრცელებს:

“1 900 000 ათასი ლარით დააფინანსეს გაურკვეველი ფორმის ფესტივალი მაშინ, როცა “ქართული კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრ მაჩაბელას” ორი პროექტიდან 1) ბავშვთა და მოზრდთა თეატრალური ფესტივალი (სადაც მონაწილეობას თითქმის ყველა რეგიონიდან იღებენ თეატრალური სტუდიები და ჯგუფები) და 2) ბიძინა მახარაძის იუბილე (ბიუჯეტი 8 000 ლარი) არცერთი დააფინანსა არც სამინისტრომ და არც თბილისის მერიამ…

ეს უკანასკნელი ჯერაც ვერ მომინელებია… მთელ ისტორიას დავდებ მოგვიანებით… ამხელა რანგის არტისტმა, 65 წლის ასაკში პირველად გადაწყვიტა გაეკეთებინა საიუბილეო კონცერტი და “სამწუხაროდ, პროექტი არ იქნა მხარდაჭერილი” რატომ? რატომ აი, რატომ?”