Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ატენის სიონს საფრთხე ემუქრება

24 აგვისტო, 2017

ატენის სიონს საფრთხე ემუქრებასაქართველის კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლი ატენის სიონი საფრთხეშია.

ატენის სიონი VII საუკუნის I ნახევრის ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარია, ამჟამად ხარაჩოებშია ჩასმული და სპეციალისტების მიერ სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს. თუმცა საფრთხე მის სიახლოვეს დაწყებულ მშენებლობაშია.

აკადემიკოს გურამ შარაძის შვილი, რუსუდან შარაძე ამ უნიკალურ ძეგლთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს:

“ნახეთ, თუ რა მდგომარეობაშია ატენის სიონი და მისი მიმდებარე ტერიტორია. ნუთუ, ამან ასე უხმაუროდ უნდა ჩაიაროს, რომ ვიღაც მაფიოზი მეუფეები, ისტორიულ მემკვიდრეობის განადგურების ხარჯზე, სასახლეებს იშენებდნენ და ვითომ არაფერი?”