Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“ავადმყოფი ერი ვართ”

30 აგვისტო, 2017

"ავადმყოფი ერი ვართ"აცხადებს ახალგაზრდა რეჟისორი მარიამ ჭაჭია და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან დაკავშირებულ ისტორიას ასაჯაროვებს:

“დეკემბრიდან თებერვლამდე გავიხიე, რომ 2 შშმ ბავშვს, რომლებსაც ოჯახიც არ პატრონობს 6 თვის განმავლობაში ძიძის დახმარებით ცოტა სიტკბო ენახა – ატრაქციონზე წასულიყვნენ, დაბადების დღეები ცენტრში გადაეხადათ, მაღაზიაში თავად აერჩიათ საკუთარი ტანსაცმელი (და არა ვიღაცის მოწოდებული ჩაეცვათ) და ყოველი შაბათი-კვირა მათთვის სასიამოვნო ყოფილიყო და არა ტელევიზორთან გატარებული გრძელი დღეები.

ხოდა, ეს ამბავი არ გამოვიდა. ვერ ვხვდებოდი რატომ არ გამოვიდა. დღეს გავიგე, რომ ვინც ამ ბავშვების “გამგე”-ა, ეგონა, რომ სარგებელს ვნახულობდი იმ კომპანიისაგან, ვინც ამ ბავშვებისათვის სიკეთის გაკეთებს ცდილობდა (ალბათ ეგონა წილში ვეჯექი).

ხოდა, “გამგეებო” იცოდეთ, თქვენ ხართ ბანძები, რადგან თქვენ არ აკეთებთ არაფერს სარგებლის გარეშე, მე კი მაგარი ტიპი ვარ – მე უბრალოდ მინდოდა, რომ ამ ბავშვებს ის ჩვეულებრივი სიხარული ეგრძნოთ, რაც ჩვენი შვილებისათვის ყოველდღიურობაა.

ავადმყოფი ერი ვართ. (ამ “გამგეებს” არ დავასახელებ, რადგან კიდევ რამოდენიმე ჩემნაირი კაი ტიპი გაიჭყლიტება და სიტუაცია მაინც არ გამოსწორდება) ჩმორები in action!”