2 აგვისტო, 2017

ანჯელინა ჯოლი ქართველი დიზაინერის ქუდში

ჰოლივუდის ვარსკვლავმა ანჯელინა ჯოლიმ ბრედ პიტთან განქორწინების შემდეგ ცნობილი ამერიკული ჟურნალის Vanity Fair ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა.

ფოტოები მსახიობს ცნობილმა ფოტოგრაფებმა Mert and Marcus-მა – მერტმა და მარკუსმა გადაუღეს.

ანჯელინამ ფოტოსესიისთვის სხვადასხვა დიზაინერის აქსესუარი და კოსტიუმი მოირგო, მათ შორის ქართველი დიზაინერის – ჯაბა დიასამიძის ქუდი. Vanity Fair-ში ფოტოპროექტი სწორედ ამ ფოტოთი დაიწყება.

ფოტოების ნახვა კი ჟურნალ Vanity Fair-ის ერთგულ მკითხველს სექტემბერში შეეძლება.