“ვთხოვ, ვისაც შეუძლია”

"ვთხოვ, ვისაც შეუძლია"საოპერო მომღერალი გიორგი ონიანი 12 წლის პიანისტის გიორგი წიკლაურის ვიდეოჩანაწერს ავრცელებს და მისი უცხოეთში გამგზავრებისთვის დახმარებას ითხოვს:

“ეს პატარა პიანისტი არის 12 წლის გიორგი წიკლაური, დუშეთის სამუსიკო სკოლის მოსწავლე, უნიჭიერესი და დიდი ტალანტის მქონე.

უკვე მოასწრო საერთაშორისო კონკურსზე პრიზები და აღიარება… გიორგის კიდევ აქვს მოწვევები უცხოეთიდან, რათა კიდევ ერთხელ ასახელოს საქართველო..

ვთხოვ, ვისაც შეუძლია დააფინანსოს და სპონსორობა გაუწიოს ამ უაღრესად ნიჭიერ ბავშვს!”