Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“ვიწყებ ბრძოლას!”

"ვიწყებ ბრძოლას!"მსახიობი დავით ქაცარავა რუსი ოკუპანტების მიერ ე.წ. საზღვრის გადმოწევას აპროტესტებს და მოუწოდებს თანამოაზრეებს კონკრეტულ ქმედებებზე გადავიდნენ.

დავით ქაცარავა:

“საქართველოს შვილებო!!!!!
წრე გაირღვა!!!!
დადგა ის დღე, როდესაც მთის წვერიდან გუნდა დაგორდა, მალე ის ზვავად გადაიქცევა და ყველა ქართველს გააერთიანებს!!!!!
მორჩა ფეისბუკში მხოლოდ განრისხებული პოსტების წერა, ორთქლის გამოშვება და იმ შეგრძნებით დაძინება, რომ ვალი მოვიხადეთ პოსტის დაწერით სამშობლოს წინაშე!
მე გავარღვიე ეს წრე და გადავწყვიტე, ოკუპანტებს გზაზე გადავეღობო!!!! არა ერთხელ, ერთჯერადად, არამედ აწი ყოველთვის და ცხოვრების ბოლომდე!!!

მე დავიღალე იმ შეგრძნებით, რომ დამარცხებული და სულიერად დაუძლურებული ერის შვილი ვარ, დავიღალე იმ შეგრძნებით, რომ ჩვენი წინაპრები სირცხვილისგან საფლავებში ადგილს ვერ პოულობენ!!!!
მე მინდა ადუღდეს სისხლი ჩვენს ძარღვებში და გაიღვიძოს ქართულმა მებრძოლმა სულმა, მინდა დავიბრუნოთ ძველი ღირსება!
დროა დავდგეთ ერთად და ვაჩვენოთ გარეშე მტრებს, რომ ჩვენი ღირსეული წინაპრების ღირსეული შთამომავლები ვართ!!!!

ვიცი, რომ რთული გზაა, ვიცი, რომ უამრავი წინაღობა შეგვხვდება ამ გზაზე, მაგრამ აღარ შეიძლება მეტი მოთმენა, მეტი ლოდინი!!!
ძალა ერთობაშია და თუ ერთად დავდგებით, დავახევინებთ რუსს და სხვათა უკან!!!! მე დავდგები საოკუპაციო ხაზზე და აღარ გავატარებ ოკუპანტს!!!!! გუშინ დარჭობილი საოკუპაციო ბოძი უკანასკნელი უნდა იყოს და აწი მხოლოდ უკან უნდა დავახევინოთ მტერს!!!!!!
მე ვიწყებ ბრძოლას და არა ფეისბუკ სივრცეში, მე პირისპირ დავდგები ჩვენ მტერთან და თუნდაც საკუთარი სიცოცხლის ხარჯზე არ გადავადგმევინებ ნაბიჯს წინ!!!!!

აგორდება ეს ზვავი და მხოლოდ ერთი თხოვნა მექნება ჩვენ სახელმწიფოსთან – არ შეგვიშალოთ ხელი, არ შეეცადოთ ჩვენი გაჩერება, ეს ჩვენი სამშობლოა და მოგვეცით საშუალება აწი ჩვენ დავიცვათ საქართველო!!!!!!! რაც თქვენ ვერ გააკეთეთ, იქნებ ჩვენ გამოგვივიდეს!!!! ყვირის ქართველი გმირების დაღვრილი სისხლი აფხაზეთსა და სამაჩაბლოში!!!!

ვინც ჩათვლის, რომ მისი ცხოვრების მისიაა სამშობლოს დახსნა მტრის ხელიდან, კეთილი იყოს მისი ამ წმინდა ომში ჩაბმა!!!! მხოლოდ იცოდეთ – ეს ომი არ დამთავრდება არც ხვალ და არც ზეგ, არც ერთ წელიწადში და ორში….

მაგრამ ეს ომი აუცილებლად ჩვენი გამარჯვებით დასრულდება და ამის მწამს მთელი სულით და გულით!!!!!
ძალა ერთობაშია!”