17 ივლისი, 2017

წილკნის აკლდამა ნადგურდება

წილკანში მდებარე IV-V საუკუნის აკლდამა მიტოვებულია და დღითიდღე ნადგურდება.

ინფორმაციას ამის შესახებ კონსტანტინე ბარამია ავრცელებს და ფართო საზოგადოებას ლილე ბებოს და ღვთისო პაპას შესახებ უამბობს. ასაკოვანი ცოლ-ქმარი აკლდამას სრულიად უნგაროდ უვლის.

კონსტანტინე ბარამია:

“ეს ლილე ბებოა, რომელიც თავის ქმართან ერთად უვლის წილკნის IV-V საუკუნის აკლდამას. ეს ადამიანი ქმართან ერთად სრულიად უანგაროდ პატრონოს ამ უნიკალურ ძეგლს, რომელიც მიტოვებულია და დღითიდღე ნადგურდება.

ჩვენი უბედურებაც ისაა, რომ ბევრი გვაქვს, ნორმალურ ქვეყანაში ასეთ ძეგლს შეიარაღებულ დაცვას დაუყენებდნენ. რომ არა ლილე ბებო და ღვთისო პაპა, ეს ძეგლი დიდი ხნის განადგურებული იქნებოდა.

მადლობა მათ ამ თავდადებისათვის. ისინი წარმოადგენენ სამოქალაქო თვითშეგნების უნიკალურ მაგალითს. იცნობდეთ გმირებს!”