Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“ცეკვავენ ვარსკვლავები” გიორგი ბახუტაშვილმა მოიგო

"ცეკვავენ ვარსკვლავები" გიორგი ბახუტაშვილმა მოიგო“ცეკვავენ ვარსკევლავების” მეშვიდე საერთაშორისო სეზონის გამარჯვებული მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი გახდა. ფინალში სულ შევიდა 147.495 მოკლე ტექსტური შეტყობინება და ხმათა უმრავლესობით 79.448 მოკლე ტექსტური შეტყობინებით პროექტი გიორგიმ მოიგო.

შოუს დაძაბული 12 კვირა დასრულდა და ფინალში გამარჯვებისთვის გიორგი ბახუტაშვილი და ჯულიანა ბარგნარი და ირაკლი მაქაცარია და სალომე ჭაჭუა იბრძოდნენ.

ჟიურიმ ორივე კონკურსანტი თანაბარი ქულებით შეაფასა. მაყურებლის გადაწყვეტილებით კი “ცეკვავენ ვარსკვლავების” გამარჯვებული გიორგი ბახუტაშვილის და ჯულიანა ბარგ ნარის წყვილი გახდა.

ორივე ფინალისტმა სხვადასხვა კომპანიებისგან სოლიდური საჩუქრები მიიღო. პროექტის გამარჯვებულს კი ვაკეში ოროთახიანი ბინა გადაეცა.