16 ივლისი, 2017

თავისუფალ თეატრს ანგრევენ

– მიმდინარეობს შენობის დემონტაჟი! – ამ განცხადებას თავისუფალი თეატრის მესვეურები ავრცელებენ და 16-წლიანი თეატრის დანგრეული შენობის ფოტოებს ავრცელებენ:

“ადგილი, სადაც ჩვენი და თქვენი “თავისუფალი თეატრის” ისტორია დაიწერა. მას უკვე ჰყავს თავისი დასი და ამის გარდა, მუდმივად ასაქმებს 50-მდე მსახიობს.

თეატრის სცენაზე სხვადასხვა სპექტაკლებში თამაშობდნენ და თამაშობენ ქართული თეატრის ისეთი ცნობილი მსახიობები როგორიცაა გურამ საღარაძე, ჯემალ ღაღანიძე, თათული დოლიძე, მარინე ჯანაშია და სხვა.

“თავისუფალ თეატრმა” ამ ხნის მანძილზე ბევრ სიხარულთან ერთად დიდი ტკივილიც ნახა, სწორედ “თავისუფალი თეატრის” სცენაზე დაიბადა და ცხრა წლის მანძილზე ამ თეატრის ნომერ პირველი ვარსკლავი იყო არაჩვეულებრივი მსახიობი და პოეტი ნიკო გომელაური.

“თავისუფალის” სცენაზე ითამაშა თავისი ბოლო როლები შესანიშნავმა მსახიობმა მიშა ჯოჯუამ.

წინ მრავალი გამარჯვებაა! შეხვედრამდე!”