6 ივლისი, 2017

თაკო ჩარკვიანი ნინო ჩხეიძის წინააღმდეგ

პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი მომღერალ ნინო ჩხეიძეს აკრიტიკებს და მის მიერ საავტორო უფლებების დარღვევაზე საუბრობს.

თაკო ჩარკვიანი:

“ისე კარგი იქნებოდა, როცა ასეთ ცნობილ სიმღერას მღერი, ან ავტორი დაასახელოს ლექსის, ან კომპოზიტორი, ან პირველი შემსრულებელი ან, ან…

ეს სტატუსი მომღერალ ნინო ჩხეიძეს ეხება – არ შეიძლება ასე ხელაღებით, არაპროფესიონალურად მოქცევა… არსებობს საავტორო უფლებები – ლექსის ავტორი ჯანსუღ ჩარკვიანი, კომპოზიტორი არჩილ კერესელიძე, პირველი შემსრულებელი გახლდათ მედიკო ძიძიგური.

არ შეიძლება ასე, ელემენტარული ეთიკის “ამბავია”… აღარაფერს ვამბობ საავტორო უფლებაზე… საერთოდ უნდა მიაქციონ ამას ყურადღება. ბევრი კომპოზიტორისგან და პოეტისგან მსმენია საყვედური და სამართლიანადაც – დიმპიტაური-დამპიტაური არ არის მხოლოდ პოეზია და მუსიკა.”