30 ივლისი, 2017

“რატომ არ სთხოვთ პასუხს?!”

ქუთაისის ოპერის თეატრის ყოფილი დირექტორი როზა დვალიშვილი ქუთაისში მწერალთა სახლის შენობის გაყიდვის თემას ეხმაურება:

“უპატრონო ეკლესიას ეშმაკები შეესიაო… ქართული ანდაზაა…

ვინც ეს შენობა მიიყვანა ისეთ მდგომარეობამდე შეგნებულად, რომ იქ არ შეესვლებოდა არც მწერალს და არც სულიერს, შექმნა სრული ქაოსი, გაანადგურა ინფრასტრუქტურა, მოამზადა იმისათვის რომ გასხვისებულიყო, როგორც ხდება ხოლმე, კიდევ კარგი არ დაწვა…

მაინტერესებს, რატომ არ სთხოვთ პასუხს?! მე ვიცი რატომაც, მაგრამ იმედია სხვებიც დაინტერესდებიან, მწერლები მაინც…”

მწერალთა სახლი ქუთაისში სხვა ობიექტთან ერთად 1.400.640 ლარად რამდენიმე თვის წინ გაიყიდა. ამ ისტორიული შენობის ადგილას სასტუმროს აშენება იგეგმება.