26 ივლისი, 2017

ქართველი ქორეოგრაფი საბერძნეთში გაძარცვეს

ანსამბლ “ფოცხიშვილების” ქორეოგრაფი დავით ფოცხიშვილი საბერძნეთში გაძარცვეს:

“სალონიკი არის ილუზიონისტების ქალაქი… აქ არიან მსოფლიოში ყველაზე ჯადოქარი ჯიბის ქურდები, მათთვის არ არსებობს გაუხსნელი ჯიბე, ჩანთა და ა.შ… და ამ ყველაფერს ვინ კადრულობს აბა გამოიცანით!

გუშინ მაღაზიებში კარგად და საკაიფოდ გაგვძარცვეს…

სულ სადღაც 600 ევრო წაიღეს, რომელიც იყო განკუთვნილი ბავშვებისთვის…

5 ქართველი ჯადოქარი, აქედან 2 ქალი თოთო ბავშვებით და სამი მამაკაცი…

ასეთი ქართველების ბრალია დღეს საქართველო სამი კილომეტრი რომ დარჩა… ქართველი ქართველს რასაც გაუკეთებს, დარწმუნებული ვარ, ამას არც ერთი ერი არ იკადრებს… მე ვფიქრობ, რომ ქართველ ერს აკლია რწმენა…”