24 ივლისი, 2017

ქართული ფილმის ორი პრიზი ხორვატიაში

ქალაქ პულაში გამართულ საერთაშორისო კინოფესტივალზე ორი პრიზი ქართველი კინორეჟისორის რუსუდან გლურჯიძის ფილმმა “სხვისი სახლი” დაიმსახურა.

ეს ფილმისთვის პირველი საერთაშორისო წარმატება არ არის. რუსუდან გლურჯიძის ნამუშევარი უკვე არაერთ პრესტიჟულ კინოფესტივალზე აჩვენეს და სხვადასხვა პრიზებითაც დააჯილდოვეს.

ინფორმაცია მორიგი წარმატების შესახებ რეჟისორმა თავად გაავრცელა:

“სალომე გილოცავ!

“სხვისი სახლის” ორი პრიზი პულას 64-ე საერთაშორისო კინო ფესტივალზე.

საუკეთესო მსახიობი – სალომე დემურია.

კრიტიკოსთა საერთაშორისო ფედერაციის FEDEORA-ს ჯილდო საუკეთესო ფილმი (კოპროდუქცია).”