9 ივლისი, 2017

ქართული ფილმის ჯილდო კარლოვი ვარის ფესტივალზე

კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე ქართული ფილმი დააჯილდოვეს.

ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის მარიამ ხაჭვანის ფილმის “დედე” მსოფლიო პრემიერა სწორედ ამ კინოფესტივალზე გაიმართა და ნამუშევარმა ჟიურის პრიზი მიიღო.

მარიამ ხაჭვანი:

“დედეს” პირველი პრემიერა, პირველი პრიზი (ჟიურის პრიზი) კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე. მადლობა ფესტივალს, ყველა მხარდამჭერს, ჩვენს ყველა გულშემატკივარს.

განსაკუთრებული მადლობა ჩვენს უმაგრეს ჯგუფს, რომელთა ხელშეწყობითაც დავასრულეთ ფილმი, მიყვარხართ ძალიან. მთელი გულით გიხდით ყველას მადლობას.”