1 ივლისი, 2017

ნანა ჯორჯაძის საერთაშორისო წარმატება

ქართველი რეჟისორი ნანა ჯორჯაძე ამერიკის კინოაკადემიის წევრი გახდება.

ზაზა ურუშაძის შემდეგ, ნანა ჯორჯაძე მეორე ქართველი რეჟისორია, რომელსაც ამ აკადემიის წევრად მიიღებენ.

ნანა ჯორჯაძის ფილმი “შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი” ზუსტად 20 წლის წინ ოსკარზე იყო წარდგენილი ნომინაციაში “საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი”.

ამერიკის კინემატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემია ყოველწლიურად იმატებს ახალ წევრებს. წელს მისმა ხელმძღვანელობამ 774 ახალი წევრის დამატების გადაწყვეტილება მიიღო. მათ შორის არიან როგორც რეჟისორები, ასევე მუსიკოსები, სცენარისტები, მომღერლები, პროდიუსერები…

მთლიანობაში ამერიკის კინოაკადემიას 8.000-ზე მეტი წევრი ჰყავს.