11 ივლისი, 2017

მუსიკოსები ძალადობის წინააღმდეგ

– არ დამალო ძალადობა, ილაპარაკე! – მოუწოდებენ მუსიკოსები ძალადობის მსხვერპლთ და სპეციალურ ვიდეორგოლს ავრცელებენ.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მომზადებულ ვიდეოში საუბარია იმაზე, რომ ნებისმიერი ძალადობა დანაშაულია, ძალადობის მსხვერპლი ხშირ შემთხვევაში დუმილს ამჯობინებს, არადა ამ ფაქტის დამალვის მაგივრად, მომხდართან დაკავშირებით ღიად უნდა ისაუბროს და საზოგადოების მხარდაჭერის იმედი უნდა ჰქონდეს.

– სტერეოტიპულ დამოკიდებულებას, იმას, რომ საზოგადოება რა დაგიდგება გვერდში, როდესაც ძალადობენ შენზე, შვილებზე, არ მიაქციო ყურადღება. ყოველთვის არსებობენ ადამიანები, ვინც მოგისმენენ და გვერდში დაგიდგებიან, – მოუწოდებს ძალადობის მსხვერპლთ მომღერალი ნინო ქათამაძე.