28 ივლისი, 2017

“მჭირდება თქვენი რჩევა”

მსახიობი დავით ქაცარავა სოფელ ნიგოზაში საოკუპაციო ზონის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფება და საზოგადოებას რჩევას სთხოვს:

“მეგობრებო!

გწერთ საოკუპაციო ზონის მიმდებარე ტერიტორიიდან, სოფულ ნიგოზადან, სადაც განლაგებულია სამოქალაქო სამშვიდობო სადამკვირვებლო მისია “ძალა ერთობაშია”.

მჭირდება თქვენი რჩევა, თუ სად შეიძლება შევიძინოთ ხარისხიანი ოპტიკური ხელსაწყოები. სამწუხაროდ, ჩვენს ხელთ არსებული აღჭურვილობა არ გვაძლევს საშუალებას ხარისხიანად დავაკვირდეთ ოკუპანტების უკანონო ქმედებებს.

დიდი მადლობა წინასწარ.”