12 ივლისი, 2017

“მოკლედ და უბრალო ენით…”

მწერალი გურამ ქართველიშვილი აცხადებს, რომ საქართველომსოფლიოში ორი იმპერიული ბანაკის მიერ არის ოკუპირებული. ამიტომ ქართველებს ყველაზე მეტად ახლა გვმართებს გონივრული გადაწყვეტილებების მიღება:

“მოკლედ და უბრალო ენით…

საქართველო ოკუპირებულია მსოფლიოში ორი იმპერიული ბანაკის მიერ – რუსეთი და დასავლეთი. ერთი მცოცავი ანექსიით იბრძვის მეორის წინააღმდეგ, ხოლო დასავლური ძალა ცდილობს, მის მიერ კონტროლირებად საქართველოს ტერიტორიაზე შეინარჩუნოს კონტროლი.

ორივე იმპერიის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მიმდინარეობს მიზანმიმართული ანტიქართული პროპაგანდა და ამ ქვეყნის მკვიდრი მოსახლეობის დამამცირებელ მდგომარეობაში ჩაყენება.

ძვირფასო თანამოქალაქეებო, გთხოვთ ყველამ შევაფასოთ შექმნილი მდგომარეობა და მოვერიდოთ დაპირისპირებას ვიწრო პარტიული თემებით. დავდგეთ იქ, სადაც გული გაგვიწევს და ვაკეთოთ ის, რაც ჩვენი სამშობლოს სასიკეთო იქნება.

ვისაც პარტიული, ან გადამთიელთან თანამშრომლობის ვალდებულებები არ გზღუდავთ, მოგიწოდებთ, რომ თვითონ ნუ შეიზღუდავთ აზროვნების არეალს და ნუ აყვებით ათასჯერ გაცვეთილების პარტიულ ინტერესებს. გვახსოვდეს – მთავარი საქართველოა!”