14 ივლისი, 2017

მამა სერაფიმე განმარტებებს აკეთებს

პეტრე-პავლობის დღესასწაულზე სოფელ ქანდის ეკლესიაში უცნობმა და მამა სერაფიმემ ტაძარში საგალობელი შეასრულეს, რომელიც ინტერნეტში გავრცელდა და საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

მამა სერაფიმემ ამ ფაქტთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა:

“ხალხნო, უწმინდესის ლოცვა კურთხევა თუ იყო, რომ გამევრცელებინა ეს ლექსი ტაძარში, ხომ მე დავუშვი ამ ლექსის წარმოთქმა, ამიტომ რაც ტაძარში წარმოთქმას ეხება, სრულიად პასუხისმგებელი მე ვარ, ხალხნო აქ გიას ბრალი არაფერია. ეს მე ვთხოვე, რომ წაეკითხა რადგან უწმინდესს მოეწონა, ამიტომ დამცხეთ… მზად ვარ პასუხი ვაგო.”

მოგვიანებით კი უცნობიც და მამა სერაფიმეც მისმა უწმინდესობამ მიიღო:

გამოვედით უწმინდესისგან… მეც და გიაც ჩაგვიხუტა და თქვა რომ მას ძალიან მოსწონს ეს ჩვენი შესრულება, ისევ გაგვიმეორა ამის შესახებ. მტრებს რა დალევს, მაგრამ ისიც უნდა იცოდეთ, რომ უწმინდესმა მითხრა რომ სხვა დროს ტაძარში ნუღარ შეასრულებთო. აი, რა თბილი იყო დღეს, ვერც კი აგიხსნით, ეს იყო სამებაში და გვითხრა რომ…. გამოგიტყდებით, ყველაფერი კარგად არის.”