16 ივლისი, 2017

ლიზა ბათიაშვილის ფურორი როიალ ალბერტ ჰოლში

მსოფლიოში აღიარებული ქართველი მევიოლინეს ლიზა ბათიაშვილის კონცერტმა როიალ ალბერტ ჰოლში სრული ანშლაგით ჩაიარა. 6-ათას კაციან დარბაზში მუსიკოსის ფანები მრავლად იყვნენ, რომლებსაც მისთვის მხურვალე აპლოდისმენტები არ დაუკლიათ.

ინფორმაციას ამის შესახებ საქველმოქმედო ფონდის “იავნანა” სამხატვრო ხელმძღვანელი თეონა ჯორბენაძე ავრცელებს, რომელიც ამ დღესასწაულის მომსწრე თავად გახდა:

“Royal Albert Hall 6000 ადგილია და არენაზე რამდენი ათასი იდგა ნოტებით ხელში არ ვიცი, ნამდვილი ფანები!

თუ შეიძლება მიაღწიო სრულყოფილებას, მაშინ ერთ-ერთი მაგალითი ლიზაა… ბგერა, თითოეული ფრაზის შეგრძნება, გააზრება, პლასტიკა და უბრალოდ შეუდარებელი სასცენო ხიბლი.”